LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში შინაური ცხოველები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ

113
canigattilongevi1140-5

ავსტრიაში შინაური კატები და ძაღლები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ცხოველთა კვების ავსტრიულმა ასოციაციამ (ÖHTV) ჩაატარა.
ავსტრიაში შინაური კატების დაახლოებით 36% (700 ათასზე მეტი) ამჟამად 10 წელზე მეტი ასაკისაა. 2019 წელს ასეთი ცხოველების რაოდენობა მხოლოდ 32% იყო.

ასაკოვანი ძაღლების რიცხვი, ანუ 10 წელზე უფროს ცხოველთა რაოდენობა 2022 წლის შემდეგ 27%-იდან 30%-მდე გაზარდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მეპატრონეებმა საყვარელი ოთხფეხა მეგობრების უკეთ კვება დაიწყეს და მათზე უფრო მეტადაც ზრუნავენ. გარდა ამისა, ავსტრიაში ვეტერინარული დახმარების სერვისიც გაუმჯობესდა.

მთლიანობაში ავსტრიელები კატის კომპანიონობას ანიჭებენ უპირატესობას: დღეისთვის ავსტრიაში 2 მილიონამდე კატა ცხოვრობს. ამასთან, შინაური ძაღლების ოდენობა მხოლოდ 830 ათასია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები