თბილისში 1000-ზე მეტი ავტობუსების გაჩერების ადგილების თავიდან მოწყობის უფლებას აუქციონზე გაიტანენ.
როგორც ”ავტორადიოს” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, აუქციონი ამ კვირაში გაიხსნება.
”გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოაწყოს ახალი გაჩერებები და ეს გაჩერებები გამოიყენოს გარკვეულწილად კომერციული მიზნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტები, სადაც შესაძლოა, კერძო ბიზნესმა საკუთარი ფინანსური რესურსი ჩადოს. ამაში მერიამ არ დახარჯოს თავისი რესურსი, ბიზნესს კი ჰქონდეს გარკვეული კომერციული ინტერესი” – განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, აუქციონში გამარჯვებულს საშუალება ექნება ავტობუსის გაჩერებები სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენოს.