LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოდიზაინერმა ჩინური ავტობაზრისთვის წარმოუდგენლად ლამაზი სპორტქარი შექმნა

50

ჩინურმა კომპანიამ TechRules-მა ცნობილი ავტოდიზაინერი – ჯორჯეტო ჯუდარო და მისი შვილი ფაბრიციო ახალი სუპერქარის შესაქმნელად დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა – Automotive News-ი აქვეყნებს.

გარდა ცნობილი დიზაინერისა და მისი ვაჟისა, როგორც ჩანს, TechRules-ი იტალიური ბრენდის L.M. Gianetti-ს სხვა ინჟინრებსაც დაიხმარს, რომლებიც საკონსტრუქციო სამუშაოებზე იქნებიან პასუხისმგებელი. ახალი პროტოტიპი მიიღებს სახელწოდებას – GT96. მოდელის კონცეპტი ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონში გამოჩნდა, თუმცა საბოლოო სამუშაოები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კუპე აღჭურვილია Turbine-Recharging Electric Vehicle მოდულით, რომელიც ბატარეის ენერგომოხმარებას ამცირებს.

GT96 წარმოუდგენლად სწრაფი ავტომობილია, რომელიც 350 კმ/სთ სიჩქარეს 2.5 წამში ანვითარებს. სამწუხაროდ, მოდელის ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები