ორი Mercedes-Benz 300 SL ავტოფარეხში გატარებული 50 წლის შემდეგ აუქციონზე გაიყიდება. კლასიკურ ავტომობილებს გასაყიდად აუქციონის სახლი Artcurial Motorcars გამოიტანს. ორივე ავტომობილი კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია და 1960 წლის შემდეგ მათ მზის შუქი აღარ უნახავთ.
გამოცემა „AucotClassics”-ის ინფორმაციით, თითოეული მოდელის საწყისი ფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება. პირველი ავტომობილი 1963 წელს გამოშვებული Mercedes – Benz 300 SL-ია. მოდელი მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა გამოსლვისთანავე შეიძინა და მისი რეგისტრაცია 1966 წლის შემდეგ აღარ გაუგრძელებია. მანქანის გარბენი 1380 კილომეტრია და მისი ნაწილებიც ძირითადად ხელუხლებლადაა შენარჩუნებული.
რაც შეეხება მეორე ლოტს, 300 SL Gullwing 1956 წელსაა გამოშვებული. მას განსხვავებით პირველი ავტომბოილისა 62 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი, თუმცა მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია.