LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებმაც საბაზრო ღირებულება მაქსიმალურად შეინარჩუნეს

53

სააგენტო ”ავტოსტატმა” იმ ავტომობილების რეიტინგი შეადგინა, რომლებმაც შეძლეს საბაზრო ღირებულება მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ.

რეიტინგში გამოკვლეული იქნა 50-ზე მეტი საავტომობილო მარკა მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ორ ნაწილად დაიყო: სტანდარტი და პრემიუმი.

სტანდარტ კლასსში ყველაზე მომგებიან ავტომობილად Kia Picanto დასახელდა, რომელმაც პირველადი საბაზრო ღირებულების თითქმის 81%–ით შეინარჩუნა და საბოლოოდ A სეგმენტში გამარჯვებაც მოიპოვა. B სეგმენტში გამარჯვებული ავტომწარმოებელი Honda გახდა ავტომობილით Civic, რომელმაც შეძლო და პირველადი ღირებულების 83,18%–ით შეინარჩუნა და Volkswagen Golfs-ს გაუტოლდა, რომელმაც C სეგმენტის ავტომობილებში  ლიდერობა არავის დაუთმო და Civic-ის მსგავსად გაყიდვების 83,18%-ის შენარჩუნება შეძლო, ხოლო D კლასის ლიდერი Toyota Camry გახდა, რომელმაც საბაზისო ღირებულების 85,62%-ის შენარჩუნება შეძლო.

მინივენების კლასში, რომლებიც MPV პლატფორმაზეა დამზადებული, წარმატებას კვლავაც კორეულმა ბრენდმა Kia-მ მიაღწია, რომელზეც ფასის კლებამ სულ რაღაც 23% შეადგინა. პიკაპების სეგმენტში კი პირველობა არავის დაუთმო Toyota Hilux-მა, რომლის დანაკარგმაც 72% შეადგინა.

რაც შეეხება პრემიალურ კატეგორიას, აქ C სეგმენტში ლიდერი გერმანული BMW გახდა 1 Series ავტომობილებით, რომელთა საბაზრო ფასის კლებამ 3 წლის განმავლობაში სულ რაღაც 20% შეადგინა. აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა 3 Series მოდელებიც. შემდეგი კლასის გამარჯვებული Lexus ES გახდა, რომელმაც შეძლო საბაზრო ფასის 74,85%-ით შენარჩუნება, კროსოვერების გამარჯვებული კი Audi Q3 გახდა 82,49%-ით.

საერთო ჯამში ავტომობილების სია, რომლებმაც შეძლეს და პირველადი საბაზრო ფასი შეინარჩუნეს ასე გამოიყურება:

 

სეგმენტი  «სტანდარტი»
სეგმენტი ადგილი მარკა მოდელი შენარჩუნებული ღირებულება %
A 1 Kia Picanto 80.99
A 2 Daewoo Matiz 69.85
A 3 Lifan Smily 63.07
         
B 1 Honda Civic 83.18
B 2 Renault Sandero 83.17
B 3 Hyundai Solaris 82.00
         
C 1 Volkswagen Golf 84.72
C 2 Citroen DS4 80.11
C 3 Toyota Corolla 79.00
         
D 1 Toyota Camry 85.62
D 2 Mazda 6 80.93
D 3 Volkswagen Passat CC 79.69
         
MPV 1 Kia Soul 77.69
MPV 2 Kia Venga 72.61
MPV 3 Citroen C3 Picasso 69.87
         
პიკაპი 1 Toyota Hilux 99.28
პიკაპი 2 Volkswagen Amarok 88.78
პიკაპი 3 Mitsubishi L200 80.74
         
კროსოვერი (B) 1 Renault Duster 93.35
კროსოვერი (B) 2 Suzuki Jimny 82.74
კროსოვერი (B) 3 Nissan Juke 79.70
         
კროსოვერი (C) 1 Kia Sportage 81.22
კროსოვერი (C) 2 Mitsubishi ASX 80.47
კროსოვერი (C) 3 Mazda CX-5 80.22
         
კროსოვერი (D) 1 Toyota LC Prado 80.02
კროსოვერი (D) 2 Toyota Highlander 79.31
კროსოვერი (D) 3 Mitsubishi Pajero Sport 74.95
         
კროსოვერი(E) 1 Volkswagen Touareg 84.90
კროსოვერი (E) 2 Toyota LC 200 82.35
კროსოვერი (E) 3 Mitsubishi Pajero 79.61

 

სეგმენტი «პრემიუმი»
სეგმენტი ადგილი მარკა მოდელი შენარჩუნებული ღირებულება %
C 1 BMW 1 Series 81.73
C 2 Mercedes-Benz A Class 78.86
C 3 Audi A3 67.62
         
D 1 BMW 3 Series 77.77
D 2 Audi A4 75.14
D 3 Volvo S60 74.12
         
E 1 Lexus ES 74.85
E 2 Lexus GS 74.73
E 3 Porsche Panamera 70.03
         
F 1 Lexus LS 67.67
F 2 Mercedes-Benz S Class 56.13
F 3 Jaguar XJ 54.20
         
კროსოვერი (C) 1 Audi Q3 82.49
კროსოვერი (C) 2 Land Rover Range Rover Evoque 78.70
კროსოვერი (C) 3 Mercedes-Benz GLK Class 72.72
         
კროსოვერი (D) 1 BMW X3 79.40
კროსოვერი (D) 2 Audi Q5 75.52
კროსოვერი (D) 3 Volvo XC60 74.24
         
კროსოვერი (E) 1 Porsche Cayenne 85.43
კროსოვერი (E) 2 Mercedes-Benz M Class 80.31
კროსოვერი (E) 3 Lexus LX 79.51
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები