LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს მომხდარ ავიაკატასტროფებს 523 ადამიანი შეეწირა

53
air

2018 წელი ავიაკატასტროფების რაოდენობით ნამდვილი ლიდერია. შესაბამისად, დაღუპულთა თუ დაზარალებულთა რაოდენობაც წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტი იყო. ასეთი სტატისტიკა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-მ გაავრცელა.

2018 წელს ჰაერში მომხდარ შემთხვევებს 523 ადამიანი შეეწირა, ეს მაშინ როცა 2013-2017 წლებში საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 234 ავიამგზავრი იყო. მაგალითად, 2017 წელს ავიაკატასტროფების შედეგად მხოლოდ 19 ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

სპციალისტთა აზრით, გასული წლის ანტირეკორდი ავიაკომპანია Lion air-ის შემთხვევამ გამოიწვია, რომლის დროსაც 189 ადამიანი დაიღუპა.

მიუხედავად ამ ციფრებისა, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან რომ ავიაცია ყოველწლიურად უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება და თვითმფრინავი ტრანსპორტირების ყველაზე საიმედო საშუალებაა.

2018 წელს 46,1 მილიონი რეისი წარმატებით შესრულდა და 4,3 მილიარდმა მგზავრმა დანიშნულების ადგილამდე სრულიად უსაფრთხოდ ჩააღწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g