LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების გაყიდვებმა იაპონიაში 60%-ით იკლო

24

იაპონიაში ეკონომიური ავტომობილების გაყიდვები, რომელსაც კომპანია Mitsubishi და Nissan აწარმოებენ წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა. როგორც იაპონური პრესა იტყობინება, ამის მიზეზი ავტომობილების საწვავის მოხმარებისა და დოკუმენტების გაყალბება გახდა.

უახლესი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აპრილის თვეში Nissan-მა 2453 ავტომობილის რეალიზება მოახერხა, რაც გასულ წელთან შედარებით 67%-ით ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება Mitsubishi-ს, მათი გაყიდვები 64,2%-ით შემცირდა.

სწორედ იაპონური პრესა წერს იმასაც, რომ ორივე კომპანია საწვავის ეკონომიურობის დოკუმენტებს აყალბებდა. მათივე ინფორმაციით დოკუმენტებში არსებულ ციფრსა და ავტომობილის რეალურ წვას შორის განსხვავება 5-10% გახლდათ.

მათი მონაცემებით, საუბარია რამდენიმე მოდელზე, მათ შორის Mitsubishi Pajero-სა და Nissan Dayz-ზე. ჯერჯერობით არც ერთი კომპანიის მხრიდან საპასუხო არგუმენტები არ გახმაურებულა, თუმცა კულვარული ინფორმაციის თანახმად იაპონური პრესის მიერ გამოქვეყნებული მასალები სიმართლეს შეესაბამება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები