LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების დაბრუნების ტენდენცია – უსაფრთხოება პირველ რიგში

107
ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების დაბრუნების ტენდენცია – უსაფრთხოება პირველ რიგში

ბოლო წლების განმავლობაში ავტომწარმოებლები აქტიურად გადადიოდნენ სენსორულ ეკრანებზე და მინიმალისტურ ინტერიერზე, ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ფუნქცია გადაეტანათ ცენტრალურ ეკრანზე — კლიმატ-კონტროლიდან დაწყებული, მუსიკითა და სარკეების მართვით დამთავრებული. თუმცა, ახალი კვლევებისა და რეგულაციების ფონზე, ფიზიკური ღილაკების დაბრუნება აქტუალური ტენდენცია ხდება.

კვლევების თანახმად, სენსორული ეკრანის გამო მძღოლი გზიდან ყურადღებას საშუალოდ უფრო დიდხანს აშორებს, ვიდრე მაშინ, როცა ტრადიციულ ღილაკს ან ბრუნვად გადამრთველს იყენებს. შვედური ავტო-ჟურნალი „Vi Bilägare“-ის ცნობით, ტესტირებისას მძღოლებმა ფიზიკური ღილაკებით აღჭურვილ მანქანაში საჭირო ოპერაციების შესრულება  დაახლოებით 10 წამიანი უპირატესობით შეძლეს, შედარებით სენსორულ ინტერფეისზე დაფუძნებულ მოდელებთან.

უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ სენსორულ ინტერფეისზე ყურადღების გადატანა ისეთივე საშიშია, როგორც ალკოჰოლის ან კანაფის ზემოქმედება მძღოლზე — რაც ეჭვქვეშ აყენებს ასეთი დიზაინის უპირატესობებს უსაფრთხოების კუთხით.

ამ ფონზე, EuroNCAP, რომელიც პასუხისმგებელია ევროპაში ავტომობილების უსაფრთხოების შეფასებაზე,  2026 წლიდან დააჯილდოებს იმ ავტომწარმოებლებს, რომელთა ინტერიერშიც შენარჩუნებული ან აღდგენილი იქნება ფიზიკური ღილაკები. ეს მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა გათბობა/გაგრილება, მუსიკის ხმა, საქარე მინის გამწმენდი და სხვა ხშირად გამოყენებადი ელემენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები