იაპონური ავტომწარმოებლისთვის Honda 2016 წელი საკმაოდ სარფიანად დაიწყო. როგორც ბრიტანული გამოცემა What Car-ი წერს, ავტომობილი, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად ელიან, სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის.
ბრიტანული ავტოჟურნალის What Car?-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად განახლებული Honda (Acura) NSX-ის გამოჩენას ელიან. ჟურნალმა გამოკითხვა დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყო და საბოლოო შედეგი სწორედ დღეს გახდა ცნობილი.
ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,5 ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაა. მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ.
გარდა ამისა, იაპონელები სპორტქარში ჰიბრიდული მოწყობილობებით წარმოებასაც არ გამორიცხავენ, რაც გულისხმობს 3 ელექტროძრავს, 9 დიაპაზონიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით. ძრავის საერთო სიმძლავრე კი 573 ცხენის ძალა იქნება.
Honda (Acura) NSX საავტომობილო ბაზარზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე ინფორმაცია მისი ღირებულების შესახებ უცნობია.