LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოპილოტთა რეიტინგში „ტესლამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა

115
tesla

სააგენტო Consumer Reports-მა მართვის ავტომატიზებული  სისტემების რეიტინგი შეადგინა. სიაში სხვადასხვა მწარმოებლის 12 ავტოპილოტი მოხვდა და თითოეულს თვეების განმავლობაში ტესტავდნენ. მიუხედავად მრავალი აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებისა, „ტესლა“ სიის სათავეში ნამდვილად ვერ მოექცა. ყველაზე ცუდი შედეგი Hyundai-სა და Volvo-ს ელექტრონიკას ჰქონდა, საუკეთესო კი ford და General Motors არიან.

მანამ სანამ სხვადასხვა „ავტოპილოტების“ მუშაობის ნიუანსებში გავერკვევით, უნდა გადავხედოთ იმ მეთოდიკას, რომელსაც Consumer Reports რეიტინგის შედგენისას იყენებს. სიაში მოხვდნენ მხოლოდ ის მანქანები, რომელთა სისტემებშიც ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი და ამასთან, მოძრაობის ზოლების ცვლილების ასისტენტიცაა. სწორედ ამიტომ, ჩამონათვალში არ არის Mazda. ასევე ვერ მოხვდა იქ Jaguar Land Rover, Porsche, Stellantis და Subaru.

ცდები როგორც ჩვეულებრივ გზებზე, ასევე სპეციალურ მაგისტრალებზე ტარდებოდა. მთლიანობაში 40 ტესტი იყო და სპეციალისტებმა შეამოწმეს – ავტომობილის მართვა, სიჩქარის კონტროლი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მძღოლის ჩართულობა და ა.შ. საბოლოო შეფასებაც ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით დაიწერა.

პირველ სამეულში გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, მოხვდა ასევე Mercedes-Benz-ის Super Cruise-იც. გერმანელებმა შესაძლო 10 ქულიდან 10 მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები