LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს გაყიდვები ათწლეულში პირველად დაეცა

108
Tesla-ს გაყიდვები ათწლეულში პირველად დაეცა

Tesla-მ მყიდველთა კარგვა დაიწყო. ელექტროქარების მწარმოებელმა 2024 წლის ბოლო კვარტლის გაყიდვების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რეკორდული აღმოჩნდა: Tesla-მ 495 570 ავტომობილი გაყიდა, რაც მესამე კვარტალთან შედარებით მეტია. არადა მიზანი ბევრად მეტის გაყიდვა იყო, წლის ჯამში 1,8 მილიონი მანქანა უნდა გასხვისებულიყო თუმცა, კომპანიამ მიზნის მიღწევა ვერ შეძლო. მთლიანობაში მყიდველებს 1 789 226 მანქანა მიუყვანეს, რაც 2023 წელთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ეს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში Tesla-ს პირველი ვარდნაა.

2024 წელს გაყიდული ავტომობილების დიდი ნაწილი ელექტროქარებია – 1 704 093 ერთეული ეს Model Y და Model 3. ანუ Model S-ზე, Model X-სა და Cybertruck-ზე მთლიანობაში გაყიდვების 5%-ზე ნაკლები მოდის.

სუსტი წლიური მაჩვენებელი ცუდად აისახება ისედაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილ აქციებზე. 2-დან 3 იანვრამდე ფასიანი ქაღალდების ღირებულება 6,8%-ით დაეცა, ხოლო გასული 5 დღის ჯამში ერთი აქციის ფასი 465 დოლარიდან 375 დოლარამდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი მომავალს დიდი ოპტიმიზმით უყურებს: მისი პროგნოზით 2025 წელს გაყიდვები 20%-ზე მეტით გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები