LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y გახდა პირველი ავტომობილი, რომელმაც აშშ-ში უსაფრთხოების ახალი ტესტები სრულად გაიარა

105
1098x1098

2026 წლის Tesla Model Y გახდა პირველი ავტომობილი, რომელმაც NHTSA-ს უსაფრთხოების ახალი პროგრამის ყველა ტესტი წარმატებით გაიარა.

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული სტანდარტები ტრადიციულ ავარიულ ტესტებთან ერთად მძღოლის დამხმარე და აქტიური უსაფრთხოების სისტემების შემოწმებასაც მოიცავს.

გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, ტესტირების დროს სპეციალისტებმა შეამოწმეს ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემის მუშაობა, ბრმა ზონის კონტროლი, ავტომობილის ავტომატური რეაგირება დაბრკოლების აღმოჩენისას და საგანგებო დამუხრუჭების ფუნქცია ქვეითის დაფიქსირების შემთხვევაში.

ყველა გამოცდა პრინციპით „ჩააბარა/ვერ ჩააბარა“ ფასდებოდა და Tesla Model Y-მა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, რის შედეგადაც მაქსიმალური შეფასება მიიღო.

NHTSA-ში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამის მიზანი ავტომწარმოებლებისთვის უფრო თანამედროვე და უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარების წახალისებაა.

სააგენტოს შეფასებით, მსგავსი ტესტები მომხმარებლებს უკეთ დაანახვებს, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული ავტომობილი რეალურ გზებზე.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მრავალი მსგავსი ფუნქცია დღეს უკვე მასობრივი სეგმენტის ავტომობილებშიც სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის, რის გამოც რეგულატორები გარკვეულწილად ინდუსტრიას ჩამორჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები