LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3543
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მეტად ემოციურ, ფრიად მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ კირჩხიბში, ხოლო მთვარე – უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და შეუპოვარ მორიელში. აღნიშნული პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, ეს ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტად იჩენს თავს. ამასთან, ცოტა შესუსტდება ადამიანების მახსოვრობა, სამაგიეროდ მოიმატებს სიცოცხლისუნარიანობა და საქმიანი წარმატების შესაძლებლობა.

დღის რეკომენდაციები – მოერიდეთ დღეს ტყუილს, რენტგენსა და სხივურ თერაპიას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებასა და მგზავრობას. არ არის სასურველი ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლა, სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სესხის აღება. დღეს ეცადეთ მეტი იმოძრაოთ. პოზიტიურია დღე ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, თვითშემეცნებისთვის, ლექციების ჩატარებისთვის, რეცხვისა და რემონტისთვის. სხვათა შორის, ეს დღე მეტად ნაყოფიერია გამოძიებისთვისაც. კარგი დროა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი უსიამოვნო ხასიათის სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, სარკასტული გამოთქმები, უკონტროლო ეჭვიანობა, გადაჭარბებული ამპარტავნება და სიამაყე.

ჯანმრთელობა – დღეს საგრძნობლად სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა – აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. სამაგიეროდ, შედეგიანია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული და სასუნთქი სისტემების მკურნალობა. საკვებ რაციონში მეტი რაოდენობით შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული, რაც საგრძნობლად გაზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.

ფერები და მინერალები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ობსიდიანი, მარგალიტი და მარჯანი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი მაქსიმალურად გააძლიერებს წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია კუროსა და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი ლომისა და მერწყულისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები