LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სერიული რობოტაქსის ტექნიკური მახასიათებლები ცნობილია

108
1098x1098

Tesla-ს ავტონომიური რობოტაქსი Cybercab-ის სერიული ვერსიის პირველი ტექნიკური მონაცემები აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) სერტიფიცირების პროცესში გასაჯაროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილი სიმძლავრითა და დინამიკით გამორჩეული არ იქნება, ის ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ ელექტრომობილად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, Cybercab აღიჭურვება მხოლოდ ერთი ელექტროძრავით, რომელიც წინა ღერძზე განთავსდება და 222 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელი 326 ვოლტიან არქიტექტურას და დაახლოებით 48 კვტ/სთ მოცულობის ბატარეას მიიღებს.

მიუხედავად შედარებით მოკრძალებული მახასიათებლებისა, Tesla-ს ინჟინრებმა ავტომობილი სპეციალურად ტაქსის ფუნქციისთვის შეიმუშავეს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია ენერგოეფექტურობასა და ექსპლუატაციის დაბალ ხარჯებზე. Cybercab დაახლოებით 1,4 ტონას იწონის და ენერგიის მოხმარება მხოლოდ 165 ვტ/სთ-ს შეადგენს ერთ მილზე (1,6 კმ), რაც თანამედროვე ელექტრომობილების ფონზე ძალიან კარგი მაჩვენებელია.

წინასწარი შეფასებით, ერთი დამუხტვით ავტომობილი 600-დან 670 კილომეტრამდე მანძილის გავლას შეძლებს, თუმცა საბოლოო სერტიფიცირების შემდეგ ეს მონაცემი შესაძლოა გარკვეულწილად შეიცვალოს.

Tesla იმედოვნებს, რომ გამარტივებული კონსტრუქციისა და მასობრივი წარმოების წყალობით Cybercab-ის ღირებულება მომავალში 30 000 დოლარზე ნაკლები იქნება. კომპანიის ქარხანაში, ტეხასის შტატში, რობოტაქსის საპილოტე წარმოება უკვე დაწყებულია, თუმცა მოდელის ფართომასშტაბიანი გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება.

Cybercab Tesla-მ პირველად 2024 წელს წარადგინა. ავტომობილს არ აქვს საჭე, პედლები და გვერდითი სარკეები, რადგან ის სრულად ავტონომიური გადაადგილებისთვის არის შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები