LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2803
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, ფრიად რომანტიკულ, ინტუიციურ და ტრადიციულ კირჩხიბში, ხოლო მთვარე გადადის მეტად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ, გონებამახვილურ და ოპტიმიზმით აღსავსე მშვილდოსანში. აღნიშნული პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, ეს ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტად იჩენს თავს.

დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ იურიდიული, უნებლიე ან განზრახ დაშვებული შეცდომების ალბათობა დღესაც, ისევე როგორც გუშინ, საკმაოდ მაღალია. იყავით ყურადღებით, რათა ამ შეცდომებმა შემდგომში სერიოზული უსიამოვნებები არ მოიტანონ. დღეს დაწყებული საქმეები შემდგომში კარგად დასრულდება.

იღბლიანობა მთლიანობაში მოიმატებს. დღე ხელს უწყობს გათბობის სისტემისა და ბუხრის დამონტაჟებას, ახალი საქმის დაწყებასა და ახალ ბინაში გადასვლას. სასიკეთო პერიოდია ექსკურსიებისთვის, ლაშქრობებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის (მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე) და კაპიტალდაბანდებებისთვის. დღე ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სპორტული ნაწარმის შეძენას.

ეს დრო საუკეთესოა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისა და იურიდიული საქმეებისთვის. კარგია განცხადებების გასაკეთებლად, აუქციონების, პრეზენტაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. პერიოდი ხელსაყრელია საიუბილეო საღამოების ორგანიზებისთვის, სამგზავრო ბილეთების შესაძენად, ხელშეკრულებების დასადებად და მოლაპარაკებების საწარმოებლად.

თუმცა, დღევანდელი დღე ნეგატიური და რთულია მშენებლობის დაწყებისა და სისხლის გადასხმისათვის. ამასთან, დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რადგან მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია.

ჯანმრთელობა – დღეს საგრძნობლად სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და საზარდული – აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. გაუფრთხილდით მენჯ-ბარძაყის ძვალსაც. კარგი დღეა საუნისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად.

ფერები და მინერალები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შანსების მეტად მოსაზიდად გამოიყენეთ ფირუზი, ბრილიანტი, იაგუნდი, საფირონი და ლაზურიტი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი მაქსიმალურად გააძლიერებს წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძის, ტყუპებისა და ლომის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები