LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადურის აშრევება

107
ბადურის აშრევება

ბადურის ჩამოცლის დროს, მის ქვეშ მდებარე გარსიდან განცალკევდება ბადურა და სწორედ ამას მოჰყვება აშრევება. ხშირად ჩამოცლა უსიმპტომოდ იწყება, თუმცა პაციენტთა ნაწილი ამჩნევს ბევრ „მცურავ წერტილს“, რომელიც უეცრად ჩნდება მხედველობის ველში. თავდაპირველად, როგორც წესი, პერიფერიული მხედველობა იკარგება და ეს პროგრესირებს ბადურას მეტი ფართობის ჩამოცლასთან ერთად.  ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ე.წ გაელვებას და ნათებას. ბადურის აშრევებასთან ერთად მხედველობის ველში ჩნდება მკაფიოდ გამოხატული მუქი ჩრდილი. ეს უკვე ბადურის ჩამოცლის პროგრესირების ნიშანია.
ამ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დროული მკურნალობის გარეშე, ბადურის ჩამოცლამ შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.
რისკ-ჯგუფში შედიან ასაკოვანი ადამიანები, დიაბეტით და სხვადასხვა სისტემური დაავადებით დაავადებული პირები და ახლომხედველები.

ბადურის ჩამოცლის რისკ-ფაქტორებია ასევე: თვალის ტრავმა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, თვალის სხვა დაავადებები: უვეიტი, ენდოფთალმიტი, ბადურის პერიფერიული დეგენერაცია (გათხელება). ბადურის ჩამოცლის სადიაგნოსტიკოდ საჭიროა თვალის ფსკერის მიკროსკოპით გამოკვლევა. თუ პაციენტმა სპეციალისტს მაშინ მიმართა, როდესაც ბადურის დიდი ნაწილი უკვე ჩამოცლილია, მკურნალობის ერთადერთ გზას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფში შემავალი პირები პერიოდულად გადიოდნენ სრულყოფილ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. ასევე მნიშვნელოვანია, პაციენტებმა არ გადადონ სპეციალისტთან მიმართვა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენისას, რაც შესაძლებელს გახდის დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას და დროულად მკურნალობის დაწყებას.

ჩამოცლილ ბადურას სისხლმომარაგება ნაწილობრივ უწყდება. ამის გამო იგი შესაძლოა გამოუსწორებლად დაზიანდეს, თუ დროულად არ მიმაგრდა უკან. დაზიანებული სისხლძარღვიდან გამოჟონილი სისხლი და სითხე ბადურასა და ქვეშმდებარე გარსს შორის შეიძლება დაგროვდეს, რაც უფრო აუარესებს მხედველობას.

ბადურას ჩამოცლა ტკივილს არ იწვევს. მხედველობის დაკარგვისას ყველაფერი იბინდება.

მხედველობა, როგორც წესი, უმჯობესდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ბადურა რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე იყო ჩამოცლილი; იყო სისხლდენა ან წარმოიქმნა ნაწიბური; ყვითელი ხალი ჩამოეცალა ან დაზიანდა. ბადურას ჩამოცლის გამოსწორება უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები