კურორტ ბახმაროს მიმართულებით გადაადგილება უკვე შესაძლებელია. თოვლისგან გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია “გზამშენი – 18” ახორციელებს.
ამიერიდან კურორტის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილებიც თავისუფლად გადაადგილდებიან.
ზამთარში თოვლის საფარი ბახმაროში შვიდ მეტრს აღწევს. კურორტზე თოვლი გაზაფხულის პერიოდშიც დევს, ამიტომ ბახმაროში მოხვედრა, ამ პერიოდში, როგორც წესი, მხოლოდ სპეცტექნიკითაა შესაძლებელი.
ბახმაროს მთელი წლის კურორტად გადაკეთებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კურორტის გაზიფიცირების პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმას შეადგენს. შესაბამისად, მიმდინარეობს კურორტზე მისასვლელი გზის მოწესრიგებაც. უახლოეს მომავალში, ბახმარო არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის კურორტიც უნდა იყოს.