LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალოტელი: მილანი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე აქამდე მიყვარდა

38

იტალიური „მილანის“ ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ  „ინტაგრამზე“ თავისი კლუბის მიმართ სიყვარული გამოხატა.

„მილანი“ იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე აქამდე მიყვარდა. ერთად როგორც კარგ, ასე ცუდ მომენტებში ვიქნებით. წინ, „მილანი“, – დაწერა 25 წლის იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი  „როსონერიში“ „ლივერპულიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ წლიანი იჯარით დაბრუნდა. სუპერმარიოს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, თუმცა მის მოედანზე დაბრუნებას უახლოეს მომავალში ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები