LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალოტელის მორიგის სკანდალი

42

იტალიური ”მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა.

ინციდენტი ქალაქ ბრეშაში მოხდა. 25 წლის ფეხბურთელი ავტომობილს 90 კილომეტრი საათის სიჩქარით მართავდა, მაშინ, როცა მხოლოდ 50 კმ/სთ იყო დაშვებული. პოლიციამ სუპერმარიო გააჩერა მკაცრად დასაჯა, ბალოს მართვის მოწმობა ჩამოარვეს.

ბალოტელის საქმეს ამჟამად სასამართლო განიხილავს. მოსამართლე სულ მალე გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე კი “მილანის” ფორვარდს მანქანის მართვა აკრძალული აქვს.

შეგახსენებთ, რომ  ბალოტელი “მილანში” ორიოდე კვირის წინ “ლივერპულში” გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ დაბრუნდა.

მუდამ სკანდალებში გახვეულმა ფორვარდმა ”მილანში” დაბრუნების შემდეგ პირობა დადო, რომ კარგად მოქცეოდა, თუმცა როგორც ჩანს მას უჭირს დანაპირების შესრულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები