LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

23

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით იზღუდება ავტომობილების მოძრაობა, შესაბამისად, იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 – იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო – მშრალი ხიდი – ათონელის ქ. – ვირსალაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. № 59 – ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) – ავლაბრის მოედანი – ბარათაშვილის აღმართი.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

წყარო: www.ttc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები