LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას სკამი: სტაბილური სამსახური – როგორ ექცევიან მწვრთნელებს ტოპებში

144
download

2003 წლიდან კატალონიურმა კლუბმა 6 მწვრთნელი გამოიცვალა, ამავე დროში „რეალს“ 15 მწვრთნელი ყავდა, „ინტერს“ – 16.

ლონდონის „არსენალს“ თუ არ ჩავთლით, სადაც არსენ ვენგერის 22-წლიანი მმართველობა გასაკვირად გამონაკლისია, „ბარსელონაში“ სამწვრთნელო სამუშაო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია ევროპულ ფეხბურთში. 2003 წლიდან „კამპ ნოუს“ ხაზთან იდგნენ ფრანკ რაიკარდი, პეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო, ლუის ენრიკე და ამჟამინდელი ერნესტო ვალვერდე. თანაც არცერთი მათგანი არ გაუგდიათ.

საპირისპიროა მილანის „ინტერი“. ამავე პერიოდში მილანელებმა 16 მწვრთნელი გამოიცვალეს. ანტონიო კონტემ ამასწინ ლუჩანო სპალეტი შეცვალა. მანამდე კი „ნერაძურის“ წვრთნიდნენ ვეკი, პიოლი, ვეკი (ისევ), დე ბური, მანჩინი, მაძარი, სტრამაჩონი, რანიერი, გასპერინი, ლეონარდო, ბენიტესი, მოურინიო, მანჩინი, ძაკერონი, ვერდელი და ექტორ კუპერი.

 

 

ესპანეთში ყველაზე მერყევი სკამი „რეალს“ აქვს – 16 წლის განმავლობაში „სამეფო კლუბს“ 15 კაცი წვრთნიდა: ზიდანი, სოლარი, ლოპეტეგი, ზიდანი (პირველი მოსვლა), ბენიტესი, ანჩელოტი, მოურინიო, პელეგრინი, ხუანდე რამოსი, შუსტერი, კაპელო, ლოპეს კარო, ლუშემბურგო, გარსია რამონი, კამაჩო და კარლოს კეირუში.

მესამე ადგილი „პორტოს“ უკავია – 2003 წლიდან კლუბის პრეზიდენტმა 15 მწვრთნელი მიუშვ-მოუშვა.

რაც შეეხება ინგლისს, მტრებს „ლივერპულსა“ და „მანჩესტერს“ ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ: ულიე, ბენიტესი, ჰოჯსონი, დალგლიში, როჯერსი და კლოპი „ენფილდზე“ იყვნენ, ხოლო ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ არასტაბილურობამ დაისადგურა – 2013-დან „იუნაიტედს“ სათავეში ედგნენ მოიესი, გიგზი, ვან გაალი, მოურინიო და სულშერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები