LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ტურისტები ყელში ამოუვიდა

37

ბარსელონელები ტურისტთა შემოტევას აპროტესტებენ. ქალაქის მოსახლეობა სანაპიროზე შეიკრიბა და უცხოელ დამსვენებლებს ცოცხალი ჯაჭვით დაუპირისპირდა. საპორტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი „დავიბრუნოთ პლაჟები“ იყო და აქტივისტები უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. გარდა ამისა, ესპანელებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ ბევრი უცხოელი ძალიან აგრესიულად იქცევა და ადგილობრივებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონა არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც მსგავსი აქციები იმართება და მოსახლეობა ხელისუფლებას ტურიზმის პოლიტიკის გადახედვას სთხოვს. საინტერესოა, რომ 2016 წელს ესპანეთს 75 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ 46 მილიონია. თუმცა, მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, ტურიზმი დიდად შემოსავლიანი ვერ არის და მშპ-ს 10%-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები