LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია

31

ბარსელონას ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია. კატალონიის დედაქალაქმა საკუთარი რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. ქალაქს მხოლოდ გასულ თვეში 500 ათასი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 15,9%-ით უფრო მეტია. საინტერესოა, რომ ტურისტთა შორის ყველაზე მეტი საფრანგეთის, იტალიის, ბრიტანეთის, შტატებისა და გერმანიის წარმომადგენლები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია ბარსელონელებს ნაკლებად ახარებთ და პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქალაქში ტურისტთა შემოდინება მაქსიმალურად შეზღუდონ. მიზეზი კი ვიზიტორთა აურებელი რაოდენობის გამო გამოწვეული დისკომფორტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები