LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში 20 წელზე ხანდაზმული ავტომობილების შესვლა აიკრძალება

83

ბარსელონაში 20 წელზე ხანდაზმული ავტომობილების შესვლა აიკრძალება. კატალონიის დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება, რომელიც ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა. ძველი ავტომობილები ქალაქში შესვლას სამუშაო დღეებში ვეღარ შეძლებენ. შეზღუდვის დაწესებაზე ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და მისი მიზანი გარემოს დაბინძურების შემცირებაა.

შეგახსნებეთ, რომ ბარსელონაში დაბინძურების დონე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აკრძალვა კი დასაწყისისთვის, 106 ათას ავტომობილს და 22 ათას ფურგონს შეეხება.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები ვარაუდობენ, ტურისტებს სიახლე დისკომფორტს არ შეუქმნის, რადგან როგორც წესი, ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.