LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ინოვაციური სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა

78

სატრენაჟორო დარბაზი, ღია ტერასა და უამრავი დასასვენებელი ოთახი – ბარსელონაში ინოვაციური სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა. The Lofttown ეს არის ახალი ტიპის საერთო საცხოვრებელი, რომელიც სტუდენტებს არა მხოლოდ სწავლისა და დასვენების საშუალებას მისცემს, არამედ დამოუკიდებლად განვითარებაშიც დაეხმარება. სწორედ ამიტომ, კომპლექსში სასარგებლო შესვენებისთვის აუცილებელი ოთახები – სპორტდარბაზი და სახურავზე განთავსებული ტერასაცაა. სტუდენტური საცხოვრებელი სულ 146 ადამიანზეა გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ ქირა საკმაოდ მაღალი – 830-დან 1850 ევრომდეა, ის უკვე მთლიანად შეივსო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები