ესპანური გამოცემის El Pais-ის ინფორმაციით, მარტო მისულ კლიენტებს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან უარს და მაგიდის დაკავების საშუალებას არ აძლევენ ბარსელონას ყველაზე პოპულარულ უბნებში. სასოწარკვეთილ სტუმართა ისტორიები the Mirror-მა მოაგროვა.
დაწესებულებების პერსონალი უბრალოდ უკან აბრუნებს იმ ადამიანებს, ვინც სასადილოდ მარტო მივა. ხოლო მათ ვინც როგორღაც შეძლებს მარტო დაჯდომას, ყველაზე მოუხერხებელ, არაკომფორტულ ადგილებში ათავსებენ.
თავიდან ამ მოვლენის შესახებ სოციალურ ქსელებში წერდნენ, ახლა კი მის შესახებ ადგილობრივი პრესაც ალაპარაკდა.
რესტორნებზე ბრაზობენ ადგილობრივებიც, რამეთუ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ დასხდნენ და დალიონ, რადგან ყველა მაგიდა ტურისტებისთვისაა დაჯავშნილი.
პანდემიის შემდეგ დაწყებული მასობრივი ტურიზმის ფონზე კატალონიური ქალაქის ტერასებზე ადგილები არავის ყოფნის. ზოგიერთმა კაფემ წინასწარ ბილეთების გაყიდვის სისტემა დაამკვიდრა, ზოგიერთმა კი უცხოელებისთვის ცალკე საათები შემოიღო, რათა ადგილობრივებს დისკომფორტი არ შეექმნათ.