ბარსელონაში ტურისტებს მტრედების გამოკვება აუკრძალეს. როგორც ჩანს, კატალონიის ხელისუფლებამ მტრედებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა. ამიერიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ფრინველის საკენკი აღარ გაიყიდება.
მტერდების გამოკვება ადგილობრივებისა თუ ვიზიტორების საყვარელი ტრადიცია იყო, თუმცა ფრინველი ზედმეტად გამრავლდა და ხელისუფლებამაც ზომების მიღება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მტრედების შესამცირებლად სხვა ზომებსაც იღებენ. მაგალითად, მათ უყრიან საკენკს, რომელსაც სპეციალური დანამატი აქვს და ფრინველთა სტერილიზაციას იწვევს.