ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებული რეიტინგით ნიკოლოზ ბასილაშვილი კლასიფიკაციაში 107-ე ადგილზეა,
ტომაშ ბერდიხს მე-10-ე საფეხური უკავია. 24 ოქტომბერს მათი გზები ვენის კორტზე გადაიკვეთა და მატჩი 2 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა
ავსტრიაში მიმდინარე Erste Bank Open 500-ის 1/16- ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:4, 6:7, 7:5 დაამარცხა.
მეორე პარტიაში ქართველ ჩოგბურთელს 5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გმაოიყენა, ხოლო ჩეხს არც ერთი, შესაბამისად სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ტომაშის გამარჯვებით 7:5 დასრულდა. გადამწყვეტ პარტიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2:0 დაწინაურდა, თუმცა ბერდიხმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა.
შეხვერის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 5:5-ზე იყო, როცა ბასილაშვილის ჩაწოდებაზე ბერდიხს მეტი ჰქონდა, ბასილაშვილის დარტყმულზე ხაზის მსაჯმა აუტი დაიყვირა, ნიკოლოზმა “ჩელენჯი” მოითხოვა და კომპიუტერულმა გამეორებამ ბურთის ხაზთან მილიმეტრიანი შეხება დააფიქსირა, და შემდეგ ქართველი 6:5 დაწინაურდა. ბერდიხმა შეხვედრის ტაი-ბრეიკზე გადაყვანას შეეცადა, მაგრამ პირველი ჩაწოდება არ გამუვიდა, ბასილაშვილმაც შეუტია და საბოლოოდ ნიკოლოზ ბასილასვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს პირველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა და აგრესიული იყო და რაც მთავარია დარტყმები გამოსდიოდა, ბერდიხი კი ძირითადად თავს იცავდა.
მერვედფინალში ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქართველ ჩოგბურთელსა და რუსეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს 63-ე ჩოგანს შორის 27 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.