LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

61

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა – უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: უშუალოდ ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა და ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მაისში დასრულდება.

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს.

ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი – 15 297 410 ლარია; ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი ხოლო ესტაკადის სიგრძე – 800 მეტრია. პროექტი ითვალისწინებს – ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები