16 ივლისს, 23:00 საათზე ბათუმში, კლუბში „SOHO“ დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მსმენელს სრულიად ახალი და ინოვაციური პროგრამა ელის. დათო ევგენიძესთან ერთად საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ზუკა ხუციშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ბიბიჩა, მარიამ შენგელია, თორნიკე ყიფიანი, გიორგი მახარაშვილი, გიგი ცინცაძე, ხონძი და დიჯეი გროტასკი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.