LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი ვიყავი, ამ სიმღერას ვახტანგ კიკაბიძე რომ მღეროდა… განახლებული ვერსია არავის აქვს ჩაწერილი. მოვიძიე ავტორი და ავიღე ჩაწერის ნებართვა…“ – ავთო ჩადუნელი პრემიერით „არ დაიდარდოში“

174
ავთო ჩადუნელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ მომღერალი ავთო ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე, ახალ მუსიკალურ ალბომზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „კავკასიური პოპური“ წარუდგინა.

ავთო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

მივყვები მუსიკალურ საქმიანობას, ახალ-ახალ სიმღერებს ვაკეთებ. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, საღამოები. ვმუშაობ მეორე ალბომზეც. ყველაფერი კარგად მიდის.

ვისაუბროთ „კავკასიურ პოპურზე“.

ბავშვი ვიყავი, ამ სიმღერას ვახტანგ კიკაბიძე რომ მღეროდა. ყოველთვის მომწონდა. ვახტანგ კიკაბიძის შემდეგ, განახლებული ვერსია არავის აქვს ჩაწერილი. მოვიძიე ავტორი და ავიღე ჩაწერის ნებართვა. სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში განახლდა. გიტარის პარტია ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის. მუსიკის ავტორი კონსტანტინე პევზნერია, ტექსტი ვახტანგ კიკაბიძეს ეკუთვნის. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოვიდა, ეს მსმენელმა უნდა შეაფასოს. ვნახოთ, როგორ შედეგს გამოიღებს.

აღნიშნე, რომ მეორე ალბომზე მუშაობ, უკვე გაწერილი გაქვს, თუ რა სიმღერები შევა ახალ ალბომში?

ჩემს პირველ ალბომში 12 სიმღერა შედის, სავარაუდოდ, მეორე ალბომშიც 12 სიმღერა იქნება. მიდის მუშაობა რეპერტუარზე, თუ რა და როგორ ჯობია.

ავთო ჩადუნელი – კავკასიური პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ავთო ჩადუნელი. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები