LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი სიმღერა… ახალ ვერსიაზე ცირა ბზიშვილმა იმუშავა…მალე იქნება კიდევ ერთი სიმღერა“ – ავთანდილ ჩადუნელი

215
ავთო-ჩადუნელი

21 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ავთო ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „მე სიცოცხლე ჩალად მიღირს წარუდგინა“. გადაცემის სტუმარმა თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზეც ისაუბრა.

ავთო, რა სიახლეებია შენს კარიერაში?

ორშაბათს მქონდა სიმღერის ტელე პრემიერა, დღეს მაქვს რადიო პრემიერა, ხვალ კი გადაღება. მიდის ახალი სიმღერის ჩაწერაც. შემდეგ უკვე ისრაელში ვბრუნდები.

ისრაელში ძალიან პოპულარულია შენი შემოქმედება…

ეს, პირველ რიგში, რადიო „არ დაიდარდოს“ დამსახურებაა, რადგან ბევრი ინტერნეტის მეშვეობით უსმენს. რამდენი წელია უკვე აქტიურად ვმოღვაწეობ და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა რაღაც შედეგამდე მივედი, რომ ხალხმა თბილად მიმიღო.

რომელი სიმღერების პრემიერა შედგა ტელევიზიაში?

ტელევიზიაში გაჟღერდა სიმღერა „ერთხელ მინდა გიყვარდე“, რომელიც ცირა ბზიშვილმა პირადად ჩემთვის დაწერა. ეს სიმღერა ძალიან ბევრმა შეიყვარა. მალე იქნება ცირას კიდევ ერთი სიმღერა, „განა რამე“. ცირასთან 2016 წლიდან ვთანამშრომლობ. მან კარგად იცის ჩემი ხასიათი და შესაძლებლობები. ძალიან კომფორტულია მასთან მუშაობა, ყველაფერს სულით და გულით ეკიდება და ცდილობს მაქსიმალურად აჩვენოს ჩემი რესურსი და ხასიათი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მე სიცოცხლე ჩალად მიღირს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის გოგი ცაბაძის სიმღერა. ტექსტი ხუტა ბერულავას ეკუთვნის. დიდი მადლობა კახა ცაბაძეს ნდობისთვის, რომ მომცა ნებართვა, ეს სიმღერა შემესრულებინა. არაჩვეულებრივი სიმღერაა. ახალ ვერსიაზე ცირა ბზიშვილმა იმუშავა.  გიტარა ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის.

როგორია სამომავლო გეგმები, თუ იგეგმება კონცერტები და კიდევ როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

კი, წინასწარ უკვე არის რაღაც კონცერტები დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ზაფხულში კიდევ ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ჩემს ოჯახთან ერთად. თქვენთანაც მოვალ ახალი სიმღერით. ძალიან მიხარია, რომ ჩემს საქმიანობას არ ვშორდები… ბევრი სატელევიზიო პრემიერაც მექნება.

ავთო ჩადუნელი – მე სიცოცხლე ჩალად მიღირს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ავთო ჩადუნელი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები