LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძველი, რასაც ჰქვია, არქივებიდან ამოღებული სიმღერებია, ხალხური და საქეიფო…“ – ავთო ჩადუნელი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

170
ავთო-ჩადუნელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ავთო ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „პოპური სიყვარულზე“ წარუდგინა.

ავთო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ორშაბათს ჩამოვედი საქართველოში და ისევ და ისევ სტუდია, ისევ და ისევ პრემიერები. გამოდის, რომ საქართველოში სამუშაოდ ჩამოვდივარ.

რამდენი ხნით ჩამოხვედი საქართველოში?

მოკლე ვიზიტი მაქვს, 10 დღე და მერე, ისევ მივდივარ.

როგორც აღნიშნე, საქართველოში სამუშაოდ ჩამოხვედი, რამდენი სიმღერა ჩაიწერა ამ პერიოდის განმავლობაში და როგორია გეგმები?

ორი სიმღერა ჩავწერეთ, კიდევ გვაქვს პრემიერა. დაგეგმილი გვაქვს რაღაც ღონისძიებები.

სხვათა შორის, კიდევ იმდენი იდეაა, არ ვიცი, პირველი რა ჩავწერო.

მოგვიყევი ნამუშევარზე „პოპური სიყვარულზე“, როგორი ისტორია აქვს?

ზოგი სიმღერა მსმენელებმა მომცეს და მერე, შედგა კრებული. 3-4 ნაცნობი სიმღერა შედის პოპურში, მათ შორის, ერთი ძალიან ცნობილი და ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული სიმღერაა. ძველი, რასაც ჰქვია, არქივებიდან ამოღებული სიმღერებია, ხალხური და რასაც ქვია, საქეიფო.

ცირა ბზიშვილმა ძალიან მაგრად გააკეთა ეს პოპური, მადლობას ვუხდი მას.

გიტარა, რა თქმა უნდა, ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის.

მინდა, რომ ხალხმა შეაფასოს, არ მინდა, რომ მე ვაქო…

როგორც ვიცი, შემოდგომაზე კვლავ ჩამოხვალ საქართველოში და რა გეგმები გაქვს აღნიშნული პერიოდისთვის?

კი, შედგება ერთი სულ ახალი სიმღერის პრემიერა. კიდევ ჩაიწერება სხვა ახალი სიმღერები.

ავთო ჩადუნელი – პოპური სიყვარულზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ავთო ჩადუნელი – ჰიტების პოპური. Live

ავთო ჩადუნელი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები