აშშ-ში 12 წლის გოგონამ გამტაცებელი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ცოდნის წყალობით შეაჩერა. მეგი ველერმა შეძლო დამნაშავესთვის ავტომობილის გატაცებაში ხელი შეეშალა. აღსანიშნავია, რომ სალონში ის თავის შვიდი წლის დასთან ერთად იმყოფებოდა.
ისტორია ვირჯინიის შტატში მოხდა. ბრენდი ვეილერს დასვენების დღეს შვილები პარკში მიჰყავდა, როდესაც უეცრად მინივენის წინ ავარია მოხდა. დედამ ავტომობილი გააჩერა და დასახმარებალდ წავიდა. ამ დროს ავტომობილთან ავარიის გამომწვევი მძღოლი, 21 წლის პოლ სალსმანი მივიდა, კარი გამოაღო და საჭესთან დაჯდა.სალონში მყოფმა მეგი ვეილერმა მისივე სიტყვებით იფიქრა, რომ მამაკაცი გიჟია და თავში ხელების დატყმა დაუწყო, რის შედეგადაც მაჯა მოიტეხა.
ამავე დროს გოგონას გაახსენდა, რომ ავტომობილი არ დაიქოქებოდა, თუკი გადაცემათა კოლოფის სახელური ”დრაივში” იქნებოდა, ამიტომაც შესაბამის პოზიციაში დააყენა. სალსმანი კიდევ რამდენიმე ხანს ეცადა ძრავის გაშვებას, თუმცა დანებდა და ავტომობილიდან გადავიდა. პოლიციის მოსვლამდე მან კიდევ ორი ავტომობილის გატაცება სცადა.
მამაკაცს ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მართვასა და ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის წაუყენეს.