ამერიკელ ტექს ჰარტმანს უკვე 100 წელი შეუსრულდა. მრავალი წლის წინ მან იყიდა 1962 წელს გამოშვებული Porsche 356. 90-იანი წლებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მანქანის მართვა ვეღარ შეძლო, თუმცა გაყიდვა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. ასაკოვანი სპორტქარი შესანიშნავ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ზუსტად როდის შეიძინა ჰარტმანმა Porsche, უცნობია. მისი ასაკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მანქანა ახალი ჰქონოდა ნაყიდი. ავტომობილი აქტიურად გამოიყენებოდა და ოჯახს მასთან დაკავშირებული ბევრი მოგონება აქვს.
თუმცა უკვე რამდენიმე ათეული წელია, მანქანა ავტოფარეხში იდგა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში მას სათანადო უვლიდნენ. ძარა იდეალურ მდგომარეობაშია და მტვრისა და სინათლისგან სპეციალური საფარით იყო დაცული. რა ფასად გაიყიდა სპორტქარი, უცნობია, თუმცა მოგვიანებით მყიდველმა ის 65 000 დოლარად გამოიტანა გასაყიდად.
2023 წელს YouTube არხმა Carchaeology გამოაქვეყნა ვიდეო 1959 წლის Porsche 356-ზე, რომელიც ჩვეულებრივ ბეღელში იყო მივიწყებული. მანქანა იქ 39 წლის განმავლობაში – 1984 წლიდან იდგა. თბილი და მშრალი კლიმატის წყალობით, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მას არავინ უვლიდა.