დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილების, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ და გაიზომეთ წნევა, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი.
დღის რეკომენდაცია – დღეს ყურადღება მიაქციეთ ძვირადღირებულ ნივთებს, კომპიუტერებს, სხვა მსგავს ტექნიკასა და ძვირფასეულობას. დღეს სიყვარული და ფული გარკვეული საფრთხის წინაშე დგება. გააანალიზეთ წარსული შეცდომები და მოვლენები. ადამიანთა ხასიათში გარკვეულწილად მოიმატებს უკმარისობის შეგრძნება, მაგალითად, შეიძლება დაგეუფლოთ წარმატების კუთხით უკმარისობის განცდა. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელია რთული სიტუაციების მოგვარება.
დღის განმავლობაში არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული თანამშრომლობა, გინეკოლოგთან ვიზიტი, მგზავრობა, ადგილსამყოფელისა და ბინის შეცვლა. ასევე მოერიდეთ სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობას, სესხის აღებას და ნოტარიალური საბუთების გაფორმებას.
სამაგიეროდ, დღე ხელსაყრელია ნადირობისა და თევზაობისათვის, თვითშემეცნებისათვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის. დღევანდელი დღე ხელს უწყობს კომპეტენტურობის გამოვლენას. კარგია რეცხვისა და სარემონტო სამუშაოებისათვის, გამოძიებისთვის, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია.
ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ყელ-ყურ-ცხვირის და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ იქნება სასურველი. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. მეტი იმოძრავეთ. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ მწარე და ცხარე საკვებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ თოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და მარჯანი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ მწვანე, წითელ, შავ, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.