Xiaomi-ს ელექტრომობილების ბიზნესი კვლავ წაგებაზე მუშაობს. კომპანიის 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Xiaomi-ს თითოეულ გაყიდულ ავტომობილზე საშუალოდ დაახლოებით 5600 დოლარის ზარალი აქვს, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 900 დოლარს არ აღემატებოდა.
გამოცემა CarNewsChina-ის ინფორმაციით, ელექტრომობილებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის საოპერაციო ზარალმა 3,1 მილიარდ იუანს, ანუ დაახლოებით 450 მილიონ დოლარს მიაღწია.
მიუხედავად ამისა, გაყიდვები იზრდება: პირველ კვარტალში Xiaomi-მ თითქმის 81 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რაც წლიურად 6,6%-იანი ზრდაა. კომპანიის EV-განყოფილების შემოსავალი 19 მილიარდ იუანამდე, ანუ დაახლოებით 2,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს მოგების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
კომპანია ზარალს რამდენიმე ფაქტორით ხსნის – მათ შორის SU7 სედანის განახლებით, კომპონენტების გაძვირებით და ჩინეთის ბაზარზე სახელმწიფო სუბსიდიების ცვლილებით. ასევე შემცირდა მოთხოვნა უფრო ძვირ და მაღალმარჟიან მოდიფიკაციებზე, მათ შორის SU7 Ultra-ზე.

აპრილში Xiaomi-მ 36,7 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რაც წლიურად 28%-იანი, ხოლო თვიურად 71%-იანი ზრდაა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Xiaomi ამ ეტაპზე ბაზრის სწრაფად დაკავებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული, რის გამოც კომპანია მოკლევადიან ფინანსურ დანაკარგებს შეგნებულად იღებს.