ტიუნინგ-ატელიე Brabus-მა მაისის შუა რიცხვებში Aston Martin Vanquish-ის ბაზაზე შექმნილი ახალი სუპერქარი Bodo წარადგინა. ავტომობილის დიზაინმა მალევე მიიქცია ყურადღება, დევის ლიმ აღნიშნა, რომ Bodo ძალიან ჰგავს 2016 წლის კონცეპტს Vision Mercedes-Maybach 6-ს, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა.
დიზაინერმა სოციალურ ქსელში ორი ავტომობილის სილუეტებისა და ძირითადი დიზაინერული ხაზების მსგავსებას გაუსვა ხაზი. განსაკუთრებით თვალშისაცემია უკანა ნაწილის ფორმა და გამოკვეთილი საბურავის თაღები. მისი თქმით, წინა ნაწილიც აშკარად მოგვაგონებს Maybach-ის კონცეპტს.
მიუხედავად ამისა, დევის ლის Brabus-ის პლაგიატში არ დაუდანაშაულებია. პირიქით, აღნიშნა, რომ Mercedes-Benz-ს საკმარისი გამბედაობა არ ეყო, მსგავსი კონცეპტი სერიულ ავტომობილად ექცია, მაშინ როცა Brabus-მა მსგავსი სტილი რეალურ გრანდ-ტურერში გადაიტანა.

Brabus-ის ავტომობილი დონორი მოდელისგან მთლიანად კარბონის ძარით განსხვავდება, ხოლო 5.2 ლიტრიანი V12 ძრავი 1000 ცხენის ძალამდე და 1200 ნიუტონმეტრამდეა გაძლიერებული.
მთლიანობაში მხოლოდ 77 ეგზემპლარი დამზადდება, ხოლო საწყისი ფასი 1 მილიონი ევროდან დაიწყება.