LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიუნერები Ferrari-ს იმ მოდელს შექმნიან, რომელიც თავად Ferrari-ს არასდროს ჰქონია

105
1098x1098 (1)


იტალიურმა ატელიემ Touring Superleggera ახალი რესტომოდის ანონსი გააკეთა, რომელიც 2024 წელს წარმოდგენილი კუპე Veloce12-ის ხაზს გააგრძელებს. ახალ მოდელს Veloce Aperta ერქმევა და ის ღია ტიპის ტარგა იქნება.

პროექტის საფუძვლად კვლავ Ferrari 550 Maranello გამოიყენება – მოდელი, რომელსაც თავად Ferrari-ს მსგავსი ძარის ვერსია არასოდეს შეუქმნია.

ამ ეტაპზე ატელიემ მხოლოდ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ავტომობილს მთლიანად გადაუმუშავებენ უკანა ნაწილს. Veloce Aperta მიიღებს ღია სახურავს სავარძლების ზემოთ. ტარგას ტიპიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ სახურავის პანელების მოხსნა ხელით იქნება შესაძლებელი.

როგორც ადრე Veloce12-ის შემთხვევაში, Touring Superleggera, სავარაუდოდ, ძარის ბევრ დეტალს კარბონის ალტერნატივებით ჩაანაცვლებს.

ტარგა იგივე აგრეგატით აღიჭურვება, რითაც კუპე – 5.5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს. ასევე მოსალოდნელია განახლებული საკიდარი და სხვა ტექნიკური მოდიფიკაციებიც.

იტალიელები კუპე Veloce12-ისთვის მინიმუმ 690 ათას ევროს ითხოვდნენ, დონორი ავტომობილის ფასის გარეშე, ამიტომ Aperta, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ძვირი იქნება.

ახალი რესტომოდის ოფიციალური პრემიერა 26 ივნისსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები