მზე დღეს იმყოფება ტყუპების გაორებულ, თუმცა მეტად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ოპტიმიზმით აღსავსე ნიშანში. მთვარე კი, თავის მხრივ, ასევე გაორებულ, მაგრამ საკმაოდ სამართლიან და მშვიდობიან სასწორის ნიშანშია. აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში მეტად იჩენს თავს.
დღის რეკომენდაციები – დღეს არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში. ნებისმიერი საქმის შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე – აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და სიტყვები. ადამიანებში იმატებს სასიცოცხლო ენერგია. დღევანდელი დღე კარგია სწავლისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, დალაგება-დასუფთავებისა და პრობლემების დიპლომატიურად, მშვიდობიანად მოგვარებისთვის. კარგი პერიოდია კომპრომისების საპოვნელად. ეცადეთ, დღის განმავლობაში სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. დღე სასიკეთოა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. ასევე, ხელსაყრელი დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პარფიუმერიის შესაძენად; კარგია დიზაინისა და არქიტექტურისთვის.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელების ზონა და კანის არე. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, სისხლძარღვების, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. დღეს მოერიდეთ მარილიან საკვებს, თაფლს, თხილსა და სხვა ალერგიულ პროდუქტებს. ასევე, ნუ მიიღებთ ზედმეტ სითხეს.
ფერები და მინერალები – წარმატებისა და სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ციტრინი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი გააძლიერებს ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და ყვითელი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძის, ტყუპებისა და ლომის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით რთული პერიოდია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშანთათვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.