LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების 10 მარტივი საიდუმლო

116
How-To-Be-Happy-Again-20-Simple-Ways-To-Be-Happy-Again

მიუხედავად იმისა, თუ რა არის შენთვის ნამდვილი ბედნიერება, უფრო ბედნიერი და კმაყოფილებით სავსე ცხოვრების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე მარტივი წესის დამატებით, ისეთის როგორიცაა მაგალითად მეტი ძილი ან ვარჯიში, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად რეალურია.
ჩვევებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. თუკი ოდესმე რაიმე მავნე ჩვევის მოშორება გიცდიათ, გეცოდინებათ თუ რამდენად რთული პროცესია ეს და რამდენად ბევრია ხოლმე სამუშაო.

კარგი ჩვევებიც ასეთივე რთული მექანიზმია და მათ რუტინად ქცევას ნამდვილად არ ინანებთ.

  1. ღიმილი
    როგორც წესი, მაშინ ვიღიმით როცა ბედნიერები ვართ, თუმცა სინამდვილეში, ეს საპირისპიროდაც მოქმედებს. ღიმილის დროს ტვინში დოფამინი გამოიყოფა და ღიმილს განწყობის და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
  2. ვარჯიში
    ვარჯიში მხოლოდ თქვენს სხეულს არ სჭირდება. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას სტრესის დონის შემცირება, შფოთიანობის კლება და დეპრესიის სიმპტომებთან ბრძოლა შეუძლია. ამასთან, ვარჯიში თვითკმაყოფილების და ბედნიერების გრძნობასაც ზრდის.
  3. ძილი
    ზრდასრულთა უმრავლესობას დღე-ღამეში მინიმუმ 7 საათიანი ძილი მაინც სჭირდება. თუკი დღის განმავლობაში დაღლილობას გრძნობთ და წამოწოლაზეც არ იტყოდით უარს, შესაძლოა თქვენი სხეული იმას გეუბნებათ რომ მეტი ძილი გჭირდებათ.
    საკმარისი ძილი აუცილებელია კარგი ჯანმრთელობისთვის, ტვინის ფუნქციონირებისთვის და ემოციურად კარგად ყოფნისთვის. ძილი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკსაც ამცირებს.
  4. იკვებე აზრიანად
    ალბათ უკვე იცით ის, რომ საკვები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. თუმცა, თქვენს მიერ შერჩეული მენიუ შესაძლოა გონების მდგომარეობაზეც მოქმედებდეს. ამიტომ, ჯანსაღი არჩევანი ყოველთვის უკეთესია.
  5. მადლიერების გრძნობა
    მადლიერების გრძნობას სასწაულების მოხდენა შეუძლია. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ის ადამიანები ვინც მადლიერების გამოსახატად ყოველდღიურ პრაქტიკებს მიმართავს, თავის ბევრად უფრო ბედნიერად და იმედიანად გრძნობენ.
  6. კომპლიმენტი
    ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პატარ-პატარა სიკეთეებს ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
    ვინმესთვის გულწრფელი კომპლიმენტის გაკეთებით არამხოლოდ ამ ადამიანის დღეს გაახალისებთ, არამედ საკუთარი ბედნიერების დონესაც გაზრდით.
  7. ჩახედე სტრესს თვალებში
    ცხოვრება სავსეა სხვადასხვა სტრესული მომენტებით და ყველა მათგანისთვის თავის არიდება თითქმის შეუძლებელია.
    ამის საჭიროება არც არსებობს. სტრესი ყოველთვის საზიანო როდია და ჩვენ სტრესის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაც შეგვიძლია.
    ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სტრესი ყველას აქვს და არ არსებობს იმის მიზეზი რომ ამ სიტუაციაში მარტო თქვენ იყოთ. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ბევრად ძლიერი ხართ, ვიდრე ფიქრობთ.
  8. არ შეადარო თავი სხვებს
    იქნება ეს სოციალური მედია, სამსახური თუ იოგის კლასი, ძალიან მარტივია აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში როცა თავს სხვებს ადარებთ. შედეგი? მცირდება თვითშეფასება, იზრდება დეპრესიული ფონი.
    შესაძლოა გარკვეული ძალისხმევა დასჭირდეს იმას, რომ სხვებისთვის თავის შედარებას გადაეჩვიოთ, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს.
  9. მეგობრები
    როგორ შეიძლებოდა ამ სიის მეგობრების გარეშე შედგენა. ადამიანი სოციალური არსებაა და სოციალიზაცია ბედნიერების დონეზე პირდაპირ ახდენს გავლენას.
    ვინ გენატრებათ? დაუკავშირდით მათ. გაისეირნეთ, დალიეთ ყავა ან უბრალოდ ტელეფონზე სასაუბროდ მოიცალეთ.
  10. დაგეგმე კვირა
    არ დაგეზაროთ და ყოველი კვირის ბოლოს შემდეგი კვირის გეგმა შეადგინეთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ზუსტად შეასრულებთ ან ვერ შეასრულებთ ამ გეგმას, მთავარი ისაა, რომ გარკვეული საქმიანობების ჩამოწერა გონების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
    შეგიძლიათ გეგმის შესადგენად უამრავი აპლიკაციიდან რომელიმე გამოიყენოთ ან უბრალოდ აწარმოოთ დღიური, რომელიც ამ საქმეს მშვენივრად გაართმევს თავს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები