19 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „გახსოვდეს მიყვარხარ“ და „მიყვარხარ და მეყვარები“ პრემიერა შედგა.
ფატი, რა სიახლეებია შენს კარიერაში?
ბედნიერების ეტაპზე ვარ. იწერება ახალი სიმღერები, ბედნიერების.
ალბათ, სევდიანი სიმღერებიც იქნება, რადგან ხალხს შენი ასეთი ნამუშევრები ძალიან მოსწონს…
კი, რა თქმა უნდა. ზოგადად, მე პირადად მხოლოდ ჩემს თავზე და ცხოვრებაზე არ მაქვს სიმღერები დაწერილი. დაახლოებით, 100 საავტორო სიმღერა მაქვს და მათგან ძალიან ცოტა არის ჩემს ცხოვრებაზე და ჩემზე შექმნილი.
მოგვიყევი სიმღერაზე „გახსოვდეს მიყვარხარ“.
ეს სიმღერა ახალი არ არის, თვეების წინ ჩაიწერა. რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ მეუღლეს, მის თვალებს ეძღვნება. მუსიკა, ტექსტი მე მეკუთვნის. არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს.
როგორი ისტორია აქვს სიმღერას „დედა“?
ეს სიმღერა დედიკოსთვის შეიქმნა. ალბათ, ერთი ოთხი წლის წინ ჩავწერე დედას დაბადების დღისთვის. მინდა, ყველა დედას დიდი პატივისცემით მივუძღვნა.
ვისაუბროთ კიდევ ერთ სიმღერაზე „მიყვარხარ და მეყვარები“, რომელიც თავიდან დუეტის სახით გამოვიდა, ახლა კი სოლო ვერსიას გვთავაზობ.
მე ეს დუეტი ძალიან მომწონს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ. უნიჭიერეს მომღერალთან, პაატა ოდიშვილთან ერთად მაქვს ჩაწერილი. ძალიან მიყვარს პაატასთან შესრულებით, უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ დუეტები, რაც მაქვს ჩემი საავტორო სიმღერების, ყველა სოლოშიც ჩავწერო, რადგან ძალიან მიჭირს ხოლმე დუეტების კონცერტზე გატანა. თან, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი საყვარელი მეუღლისთვის ჩამეწერა ეს სიმღერა და გულით და სულით ვიმღერე. სიმღერა საგრძნობლად შეიცვალა.
ფატი ბროლაშვილი – გახსოვდეს მიყვარხარ
ფატი ბროლაშვილი – მიყვარხარ და მეყვარები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფატი ბროლაშვილი – დედა. Live
ფატი ბროლაშვილი. ვიდეოკოლაჟი
ფოტოები