LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი პროდიუსერი ძალიან დააინტერესა ჩემმა შემოქმედებითმა მოღვაწეობამ… შეიძლება, იტალიის ან ავსტრიის რომელიმე ოპერაში ამოვყო თავი“ – ტატო გოდერძიშვილი

157
ტატო გოდერძიშვილი

19 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ტატო გოდერძიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „პაემანი ღრუბელზე“ პრემიერა შედგა.

ტატო, მოგვიყევი კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობდი.

ვმონაწილეობდი ყაზახეთის „ვოისში“ და 120 მონაწილეში ფინალისტი გავხდი.

სხვა რა სიახლეებია შენს კარიერაში?

დაახლოებით ერთი თვის წინ, ვენაში გახლდით. იყო დახურული წვეულება, სადღაც 150 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მეფის შთამომავლები, მეფის გვარის წარმომადგენლები, გრაფები, ძალიან ცნობილი პროდიუსერები. 3 კლასიკური ნაწარმოები ვიმღერე, ვენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პროდიუსერი ძალიან დააინტერესა ჩემმა შემოქმედებითმა მოღვაწეობამ და ვერდის და პუჩინის ოპერებიდან მომცა 2 არია. მსგავსი წვეულება განმეორდება აგვისტოში, იტალიაში და თუ კარგად გავართმევ თავს, ასე მითხრა, რომ შეიძლება, იტალიის ან ავსტრიის რომელიმე ოპერაში ამოვყო თავი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „პაემანი ღრუბელზე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სიმღერის ლექსის ავტორს. ბატონმა გოჩა იაშაღაშვილმა, არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა წაიკითხა ეს ლექსი, რომელიც ქალბატონ ცირა ოქროპირიძის მიერ არის დაწერილი. ტექსტს გადაკეთებაც კი არ დასჭირდა ისე მოერგო გოჩას მელოდიას. როცა გოჩამ ეს სიმღერა მომასმენინა, ვუთხარი, არ არსებობს, აუცილებლად მე უნდა ვიმღერო მეთქი, იმდენად მელოდიური და არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი მსმენელი შეიყვარებს ამ სიმღერას.

ტატო გოდერძიშვილი – პაემანი ღრუბელზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ტატო გოდერძიშვილი – პოპური. Live

ტატო გოდერძიშვილი. ვიდეოკოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები