LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელებს უფასო ხეებს დაურიგებენ

117
Screenshot 2024-05-16 132828

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს რამდენიმე ასეული ხე უფასოდ დაურიგონ. ხეების დარგვა გამოუყენებენ მიწის ნაკვეთებზე იქნება შესაძლებელი, წერს Euronews.green. ასარჩევად ხის 20 სახეობაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი ადგილობრივ კლიმატს იდეალურად ერგება, თუმცა სხვადასხვა სიმაღლის იზრდება და განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. სწორი არჩევანის გასაკეთებლად მსურველებს რეკომენდაციებს მისცემენ და კითხვარსაც შეავსებინებენ. მომავალში, ხის პატრონს თუ მისი მოჭრა მოუნდება, მუნიციპალიტეტისგან ნებართვის აღება მოუწევს.

თუკი ჩინოვნიკები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოჭრილ ხეს წაიღებენ და მისგან საბავშვო მოედანს ააშენებენ. საინტერესოა, რომ ევროპაში 2030 წლისთვის 3 მილიარდი ახალი ხის დარგვა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები