LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის ნაკრები 370 მილიონად შეფასდა

11

ბელგიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. ბელგიელებს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ვარსკვლავური ნაკრები ყავთ, რომლებმაც თავი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე უკვე გამოიჩინეს და 1/4 -ფინალამდე გაღწევაც შეძლეს, სადაც არგენტინასთან მხოლოდ 0:1 დამარცხდნენ.

ბელგიელებთან დაკავშირებით ცნობილი სპორტული Daily Mail საკმაოდ საინტერესო სიახლეს აქვეყნებს.
წყარო წერს იმ ბელგიელი ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში დიდ კლუბებში გადავიდნენ.

გთავაზობთ სიას, რომელშიც მოცემულია მოცემულია მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებშიც დიდი სატრანსფერო თანხა გადაიხადეს.

კევინ დე ბრუინი – 54 მილიონი ფუნტი
კრისტიან ბენტეკე – 32 მილიონი ფუნტი
ედენ აზარი – 32 მილიონი ფუნტი
რომელუ ლუკაკუ – 28 მილიონი ფუნტი
მარუან ფელაინი – 27 მილიონი ფუნტი
დემბელე – 15 მილიონი ფუნტი
ტომას ვერმაელენი – 15 მილიონი ფუნტი
ტობი ალდერვირლდი – 11 მილიონი ფუნტი
იან ვერტონგენი – 11 მილიონი ფუნტი
დივოკ ორიჯი – 10 მილიონი ფუნტი
სიმონ მინოლე – 9 მილიონი ფუნტი
ნასერ ჩადლი – 7 მილიონი ფუნტი
ვინსენტ კომპანი – 6 მილიონი ფუნტი
კევინ მირალაში – 6 მილიონი ფუნტი
ტიბო კურტუა – 5 მილიონი ფუნტი
ადნან იანუზაი – 3 მილიონი ფუნტი

ჯამში ვარსკვლავური ბელგიის ნაკრების შემადგენლობა 270 ფუნტია (370 მილიონი ევრო).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები