ბელგიურ ქალაქ გენტში მოღვაწე ჩინოვნიკთა, პოლიციელთა და მასწავლებელთა 57% სამსახურში ველოსიპედით დადის. ასეთი მონაცემები ქალაქის მერიამ გაავრცელა.
საჯარო მოხელეებისთვის „მწვანე ტრანსპორტს“ თავად მერია ყიდულობს. 2017 წლიდან ხელისუფლებამ სახელმწიფო ავტოპარკში ავტომობილთა რაოდენობა 9%-ით შეამცირა, რათა ეკოლოგიური ტრანსპორტის როლი გაეზარდა. წელს კი მერიაში გადაწყვიტეს, რომ ავტომობილები საერთოდ აღარ იყიდონ. ამის ნაცვლად 400 ახალი ველოსიპედი შეიძინეს.
ამიერიდან საქალაქო ავტოპარკი 4 ათასამდე ველოსიპედს ითვლის. ტრანსპორტის მიღება ყველა საჯარო მოხელეს შეუძლია. გარდა ამისა, მათთვის ველოსიპედის სერვისის პუნქტების მომსახურება სრულებით უფასო იქნება.
ევროპელი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. მაგალითად, გასულ წელს 10-მა პოლიონურმა ქალაქმა ელექტროსკუტერები შეიძინა, რათა ჩინოვნიკებს სამსახურში სასიარულოდ ეს ტრანსპორტი გამოეცადათ.