LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ ლიმუზინის ინტერიერის მომავლის ვერსია წარადგინა

77

პროექტეზე, რომელმაც ლიმუზინის ინტერიერის მომავალი უნდა შეცვალოს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი მუშაობს. თავის ხედვა კომპანია Bentley-მაც წარმოადგინა. 50 ადამიანისგან შექმნილმა სპეციალისტების ჯგუბმა Bentley-ს ლიმუზინის მომავლის ინტერიერი წარადგინა.

როგორც ყველა გიგანტური ავტომწარმოებელი, Bentley-ც საავტომობილო მომავალს ავტოპილოტით ხედავს და ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რითიც სპეციალისტებმა იხელმძღვანელეს სწორედ ავტოპილოტი გახლავთ.

”ჩვენი ექსპერიმენტი სხვადასხვა მატერიალებით და დეტალებით მიმდინარეობს. მინიმალური ზომის ეკრანები, ჯერჯერობით კვლავაც დამზადების პროცესშია. მათი პლუსი კი ის გახლავთ, რომ ისინი იმდენად თხელი იქნება, როგორც ქაღალდის ფურცელი. მომავალში მულტიმედიური დისპლეი შუშის აღარ იქნება, სწორედ ამიტომ, მდიდრული ავტომობილის მომხმარებლებისთვის ჩვენი უახლესი ტექნოლოგიები ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება” – აცხადებენ Bentley-ს წარმომადგენლები.

ახალი ტექნოლოგიები რომლებიც Bentley-ს მომავალ ავტომობილებში იქნება წარმოდგენილი, დიოდური ტიპის განათებითა და ინტერიერის დეტალებით დამონტაჟდება, ამასთანავე ინტერიერი 3D სტილში მოეწყობა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები