LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი სედანი დააანონსა

120
Bentley-მ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი სედანი დააანონსა

განახლებული Bentley Flying Spur 782 ძალის ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. ბრიტანული ბრენდი ფლაგმანი სედანის პრემიერას 2025 წლისთვის გეგმავს და სიახლე ახალ აგრეგატ Ultra Performance Hybrid-ს მიიღებს. პირველი ამ ძრავას ახალი Continental GT Speed, შემდეგ — Porsche Panamera Turbo S E-Hybrid გამოცდის. სიახლე 782 ცხენის ძალას ავითარებს და Flying Spur-ს Bentley-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრ ოთხკარიან მოდელად აქცევს.

მდიდრული სედანი თიზერში აჩვენეს და ძარის წინა ნაწილის მცირე ფრაგმენტიც გამოაჩინეს. ცვლილებები საკმაოდ მოკრძალებულია და ვიზუალი შეიძლება ითქვას, რომ არ შეცვლილა. ეს განსხვავებით შიგთავსისგან, რომელიც მაქსიმალურად მძლავრი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები