LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ს სპორტქარის ახალი დეტალები

34

კომპანიამ Bentley  ახალი მოდელის სახელი შეარჩია. სპორტქარის სახელწოდება ’’Barnato’’, ბრენდის ხელმძღვანელისა და ავტომწარმოებლის, 1920-იან წლებში მოასპარეზე Woolf Barnato-ის უკვდავსაყოფად შეირჩა.

კომპანიამ უკვე დააპატენტა სახელწოდება Barnato. ოფიციალური ინფორმაციით, არჩევანი 2 წლის წინ გაკეთდა, როცა მაშინდელი მოდელის Bentayga-ს სახელი იქნა რეგისტრირებული, რომელმაც იმ დროისთვის, ავტომწარმოებლის პირველი ჯიპის წოდება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Bentley Barnato გახდება EXP 10 Speed 6-ის სერიული წარმოების პროტოტიპი, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე, ჟენევის ავტოსალონში გამოჩნდა. თავად სერიული სპორტქარი კი შეიძლება 2019 წელს გამოჩნდეს, თუმცა, Bentley-მ ავტოგამოცემა – Auto Express-ს განუცხადა, რომ ახალი სპორტქარის გამოსვლამდე არაა გამორიცხული Bentayga-სა და ქროსოვერის ახალი ვერსიებიც შემოგვთავაზოს, რომელიც Barnato-ს არაფრით ჩამოუვარდება.

აღსანიშნავია, რომ Bentley-ს სპორტქარი მიიღებს ბენზინზე მომუშავე ძრავს V8-ს, რომელიც შემუშავებელია Audi-ს მიერ, რომელიც 405-დან 505-მდე ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრება. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/საათი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები