მადრიდის ”რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა პოლიციამ მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობისთვის დააკავა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბენზემა მეგობრებთან გამართული ვახშმიდან ბრუნდებოდა. ის პოლიციამ გააჩერა, ფრანგმა ვარსკვლავმა კი მართვის მოწმობა უქონლობის გამო ვერ წარუდგინა.
შეგახსენებთ, ბენზემას მოწმობა რვა თვით სიჩქარის გადაჭარბების გამო ჩამოართვეს.